მსოფლიო
კემეროვოს ოლქში მომხდარი ხანძრის გამო სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული
კემეროვოს ოლქში 25 მარტს სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ზამტრის ალუბალში“ გაჩენილი ხანძრის გამო, რომლის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ოლქის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, 27, 28 და 29 მარტს კემეროვოს ოლქის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ხანძარი შენობაში კვირას გაჩნდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ცეცხლი გაჩნდა სავაჭრო-გასართობი ცენტრის მეოთხე სართულზე, სადაც იყო განთავსებული კინოთეატრი და საბავშვო სათამაშო მოედნები.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულია 5 პირი, მათ შორის იმ შენობის მოიჯარე, რომელშიც ხანძრის კერა გაჩნდა, ასევე დაცვის წევრი, რომელმაც, სავარაუდოდ, გამორთო სახანძრო სიგნალიზაცია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებენ ელექტროსადენის გაუმართაობას. არსებობს ვერსია, რომ ხანძარი მოზარდების გამო გაჩნდა.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


