მსოფლიო
კემეროვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ქალაქ კემეროვში, სავაჭრო ცენტრ „ზამთრის ალუბალში“ მომხდარი ხანძრის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი. საგანგებო შტაბში გამოცხადეს, რომ ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია.
უწყების ინფორმაციით, ამ საქმეზე დაკავებულია 4 პირი.
ინტერფაქსის ცნობით კი, დაღუპულთა რიცხვი 55-ს აღწევს. გამოცემა წერს, რომ საავადმყოფოებში რჩება 12 ადამიანი, ხოლო 36 კი ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს. ათზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
ხანძარი შენობაში გუშინ გაჩნდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ცეცხლი გაჩნდა სავაჭრო-გასართობი ცენტრის მეოთხე სართულზე, სადაც იყო განთავსებული კინოთეატრი და საბავშვო სათამაშო მოედნები.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


