კომენტარი
კაცი არის გაბრაზებული, გამწარებული - ბიძინა ივანიშვილი მირზა სუბელიანზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი სარალიძისა და გირგვლიანის მკვლელობის საქმეების ერთმანეთთან შედარებას ,,უზნეობას და ცინიზმს“ უწოდებს.
ივანიშვილის თქმით, გირგვლიანის მკვლელობისგან განსხავებით ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში ხელისუფლების კვალი არ იკვეთება.
ივანიშვილი იმ ჩანაწერებზეც საუბრობს, სადაც მირზა სუბელიანი ფიგურირებს და იმედოვნებს, რომ დათო სარალიძის მკვლელი დადგინდება.
"ის რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია დღეს გადაიქცა სიმბოლოდ და პარალელებს ახერხებენ ზოგიერთები გირგვლიანთან გაავლონ, არის ძალიან დიდი ცინიზმი და ძალიან დიდი უზნეობა. სახელმწიფოს არავითარი სურვილი და არსად არ იკვეთება რომ სახელმწიფოს და ხელისუფლებას რაიმე ინტერესი ჰქონდა ამ მკვლელობაში. რაც შეეხება სუბელიანს, სუბელიანი გახლავთ მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელიც დღეს ციხეშია. კაცი არის გაბრაზებული, გამწარებული. მეორე კითხვა რაც ჩნდება, საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერები,"-აცხადებს ივანიშვილი.
ტელეკომპანია ,,პირველის“ ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, ენდობა თუ არა ივანიშვილი სასამართლო პროცესს და აქვს თუ არა განცდა, რომ ზაზა სარალიძე იპოვის შვილის მკვლელს, ივანიშვილი პასუხობს:
"ესეთია სამართალი, სასამართლოს აქვს 3 ინსტანცია. სანამ ბოლო ინსტანცია არ დაასრულებს, მანამდე სამართალი დასრულებული არაა. არცერთი მუხლი არ იკვეთება და არაფერი არ იკვეთება საგანგაშო იმისა, რომ დღეს ვერ მოახერხოს სახელმწიფომ და ვერ დასაჯოს დამნაშავე. არავითარი შფოთვის მსგავსი არ ისმის საზოგადოებაში."
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


