მსოფლიო
კათოლიკოსის რეზიდენციაში მისი გადადგომის მოთხოვნით საზოგადოებრივი ინიციატივის წევრები შეიჭრნენ
სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის გარეგინ II-ის რეზიდენციის კანცელარიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, კათოლიკოსის გადადგომის მოთხოვნით. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეჩმიაძინის პრესსამსახურის უფროსმა ვაგრამ მელიქიანმა დაწერა.
„ცოტა ხნის წინ ცნობილი ინიციატივის ავტორები ეჩმიაძინის წმინდა საყდრის კანცელარიის შენობაში შეიჭრნენ. ისინი უპატივცემულოდ იქცევიან, აყენებენ ულტიმატუმებს და ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს. ისინი არ ისმენენ სასულიერო პირების მოწოდებებს, რომ უარი თქვან მსგავს მიუღებელ ქმედებებზე და ღირსეულად მოიქცნენ“,- დაწერა მელიქიანმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე.
საზოგადოებრივი ინიციატივის „ახალი სომხეთი, ახალი კათოლიკოსის“ წევრები უკვე ერთი თვეა კათოლიკოს გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვენ და ამ მოთხოვნით აქციებს ატარებენ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


