მსოფლიო
კატალონიის პარლამენტში ადგილების უმეტესობა რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მიიღეს
გუშინ ჩატარებული კატალონიის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ყველაზე მეტი მანდატი ჯამურად რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების ბლოკმა მიიღო.
135-ადგილიან პარლამენტში სეპარატისტულ ძალებს 70 ადგილი ექნებათ, უმრავლესობის მოსაპოვებლად კი 68 ადგილია საჭირო. მათ არცევნებში მონაწილეთა 47.5%-მა დაუჭირა მხარი.
რეგიონის მომხრეთა შორის ყველაზე მეტი ხმა (34 მანდატი) კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუიჩდემონის პარტიამ „ერთად კატალონიისთვის“ მიიღო, მას მოჰყვება „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელები“, რომლის ლიდერი მადრიდის ციხეში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ამ პარტიამ 32 მანდატი მიიღო. რადიკალ მემარცხენე პარტია „ეროვნული ერთობის კანდიდატურა“ 4 მანდატს დასჯერდა.
არჩევნების შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი ხმა ცენტრისტულმა პარტიამ „მოქალაქეები“ მიიღო და პარლამენტში 36 მანდატით შევა. აქედან გამომდინარე, ის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იქნება საკანონმდებლო ორგანოში.
ამომრჩეველთა აქტივობამ 80%-ს მიაღწია.
2017 წლის 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მონაწილეთა 90.18%-მა რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. მაშინ ამომრჩეველთა აქტივობა 43%-ს შეადგენდა.
27 ოქტომბერს კატალონიის მთავრობამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა. ამას მოჰყვა სენატის გადაწყვეტილება, რომელმაც აამოქმედა ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც დროებით აუქმებს კატალონიის თვითმმართველობას. იმავე დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რეჰოიმ კატალონიის პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დააანონსა. კატალონია მადრიდის კონტროლ ქვეშ მოიქცა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


