მსოფლიო
კატალონიის ეფექტი? - იტალიის 2-მა უმდიდრესმა რეგიონმა რომისგან მეტი ავტონომია მოითხოვა
იტალიის 2-მა უმდიდრესმა ჩრდილოეთ რეგიონმა - ვენეტომ და ლომბარდიამ, კვირას ჩატარებულ რეფერენდუმში ავტონომიას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ AP წერს.
რეგიონები რომისგან ითხოვენ მეტ დამოუკიდებლობას ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორებიცაა იმიგრაციას უსაფრთხოება, განათლება და გარემო.
„ეს დიდი ძვრაა ინსტიტუციურ რეფორმაში.
ჩვენ დავრწმუნდით და ვიმედოვნებთ, რომი გაგვიგებს, რომ ეს პოლიტიკური პარტიის კი არა, ხალხის ნებაა“,- განაცხადა ვენეტოს რეგიონის პრეზიდენტმა ლუკა ზაიამ.
ლომბარდიის ლიდერმა რობერტო მარონიმ კი განაცხადა, რომ მიღებული ხმებით ორივე რეგიონმა „შეიძლება გააერთიანოს ძალები საუკუნის დაპირისპირების მოსაწყობად“.
ორივე რეგიონის ლიდერების თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეხვედრამდე ისინი საბოლოოდ შეათანხმებენ თავის მოთხოვნებს რეგიონულ საბჭოებთან.
კატალონიისგან განსხვავებით, იტალიის რეგიონები დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ აპირებენ. გარდა ამისა, ვენეტოსა და ლომბარდიაში ჩატარებული რეფერენდუმი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომაც აღიარა.
მიუხედავად ამისა, ავტონომიის გაფართოება რომის ავტორიტეტზე სერიოზული დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ ვენეტოსა და ლომბარდიაზე მოდის იტალიის მშპ-ის 30%, ასევე მთლიან ამომრჩეველთა ერთი-მეოთხედი.
მარონის ინფორმაციით, ლომბარდიაში ამომრჩეველთა 40%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. აქედან 95%-მა ავტონომიის გაფართოებას მხარი დაუჭირა. სულ ლომბარდიაში 8 მილიონი ამომრჩეველია აღრიცხული.
4 მილიონი ამომრჩევლის მქონე ვენეტოში 60%-იანი დასწრება დაფიქსირდა. აქედან 98%-მა ხმა მისცა რეგიონის ავტონომიას.
იტალიის 5 რეგიონი უკვე სარგებლობს სხვადასხვა დონის ავტონომიით. მათ შორისაა გერმანულენოვანი ტრენტინო-ალტო ადიჯე, ფრანგულენოვანი აოსტა, სარდინიისა და სიცილიის კონძულები და ფრიული-ვენეცია-ჯიულია ცივი ომის დროს ყოფილ იუგოსლავიასთან მეზობლობის გამო.
ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


