მსოფლიო
კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა
კატალონია ესპანეთიდან გადის - დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია კატალონიის პარლამენტმა გუშინ დააკმაყოფილა. წინადადებას რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს 70-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა, 2-მა თავი შეიკავა, ხოლო რამდენიმე პარლამენტარმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.
ამის საპასუხოდ ესპანეთის სენატმა ავტონომიაში ცენტრის პირდაპირი კონტროლი დაამყარა. ხოლო საღამოს მთავრობამ განაცხადა კატალონიის პარლამენტის დაშლის შესახებ და ახალი არჩევნები 21 დეკემბრისთვის დანიშნა.
სატელევიზიო გამოსვლისას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რეხოიმ განაცხადა, რომ კატალონიის ხელმძღვანელი კარლეს პუიჩდემონი გათავისუფლებულია თანამდებობიდან. მანდატები გაუუქმდათ კატალონიის პარლამენტის ყველა წევრს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორც განხორციელდება ეს ბრძანება პრაქტიკაში.
„მთავრობის ხელმძღვანელ პუიჩდემონს ჰქონდა შესაძლებლობა, კანონიერება აღედგინა და არჩევნები დაენიშნა. ზუსტად ეს სთხოვა კატალონიელთა უმრავლესობამ, მაგრამ ამის გაკეთება არ მოუნდა. ამიტომ ესპანეთის მთავრობა აუცილებელ ზომებს მიმართავს კანონიერების აღსადგენად“, -თქვა რეხოიმ.
კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ბარსელონაშო ზოგიერთი სამთავრობო უწყების შენობიდან ესპანეთის დროშები ჩამოუშვეს.
ანა მებურიშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


