მსოფლიო
ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის დასრულების შემდეგ სომხეთი თურქეთთან დაიწყებს მოლაპარაკებების გამართვას
ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სომხეთი სომხეთ-თურქეთის მიმართულებით სარკინიგზო ტვირთგადაზიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას დაიწყებს.
ამის შესახებ სომხური რადიო აზატუტიუნს, ქვეყნის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა, ვაან მარტიროსიანმა განუცხადა.
მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ასეთი გადაზიდვებით, შესაძლოა საქართველოს რკინიგზაც დაკავდეს.
„ამ მიმართულებასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება. შედეგებთან დაკავშირებით შეგატყობინებთ. ნებისმიერი გარიგება, შეთანხმება, რომელიც სხვა ქვეყნებთან ტვირთბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს, მერწმუნეთ განიხილება“,-აღნიშნა მინისტრმა.
რადიოს ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული სტრატეგიული სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში სომხეთსა და თურქეთს შორის ტვირთბრუნვამ 145,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია.
აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, თურქეთი სომხეთის რიგით მეშვიდე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.
რაც შეეხება, ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზას, მოსალოდნელია, რომ ის ექსპლუატაციში მიმდინარე წელს შევიდეს.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


