მსოფლიო
კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის დათხოვნილი მთავრობის 13 წევრი ესპანეთის სასამართლომ დაიბარა
ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ ჩვენების მისაცემად დაიბარა კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუიჩდემონი და რეგიონის დათხოვნილი მთავრობის 13 წევრი. ისინი სასამართლოში ამ კვირაში უნდა გამოცხადდნენ.
გარდა ამისა, სასამართლომ მოითხოვა კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრებისგან გირაოს სახით 6.2 მილიონი ევროს შეტანას.
პუიჩდემონსა და კატალონიის მთავრობის ყოფილ წევრებს ბრალს სდებენ ამბოხის მოწყობაში.
ამჟამად რეგიონის ყოფილი ლიდერი რამდენიმე ექს-მინისტრთან ერთად ბელგიაში ნახეს, თუმცა მან განაცხადა, რომ ის არაა ჩამოსული თავშესაფრის საძებნელად.
ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კატალონიაზე პირდაპირი კონტროლი ორშაბათს დაამყარა, რის გამოც დაითხოვა მთავრობაც და პარლამენტიც. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პუიჩდემონმა და ავტონომიური რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ კატალონიის დმაოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


