უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 ნოემბერი, 2018 15:15
font-size

კანონთან შეუსაბამო მოთხოვნები გაჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოქუაშვილმა არ წაიკითხა ივანიშვილის მიერ მომზადებული ტექსტი - ლევან აღდგომელაშვილი

ტელეკომპანია ,,იმედის'' ეთერში მინისტრის გაკეთებული განცხადებით გაირკვა, რომ აპირებენ ომეგას ფაბრიკის ისევ გაჩერებას, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ოჯთ“ -ის გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი.

„ტელეკომპანია ,,იმედის'' ეთერში მინისტრის გაკეთებული განცხადებით გაირკვა, რომ აპირებენ ომეგას ფაბრიკის ისევ გაჩერებას, და ამას აკეთებენ მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს, როგორც უკვე ცნობილია, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით 42 მილიონი ლარის ( 30 მილიონი ძირიდან და 12 მილიონი საურავი მთლიანად) ჩამოწერა შესთავაზეს სამინისტრომ და შემოსვლებმა ომეგას საწარმოს. ფორმალური პროცედურების ჩატარების დროც კი განსაზღვრეს - მაქსიმუმ ორი კვირა.

ტელეიმედში მინისტრმა ომეგას მიმართ წაყენებული განსაკუთრებული მოთხოვნების ასეთი ფორმულირება გააკეთა:

1.კომპანიამ აქციზის გადასახადი წინასწარ უნდა გადაიხადოს. ეს კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. ასეთი მოთხოვნა და პრაქტიკა არც ადგილობრივი წარმოებისათვის და არც იმპორტიორებისათვის არსებობს.

2. კიდევ უფრო დიდი აბსურდი: დღგ, მოგების გადასახადი და ადვალურიც წინასწარ უნდა გადაიხადოს ომეგამო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ომეგას უნდა 1 მლნ. ის აქციზური მარკები, მაშინ წინასწარ უნდა გადაიხადოს 2 100 000 ლარამდე. უფრო მარტივად რომ ავხსნა, ჯერ არ ნაწარმოები პროდუქციისათვის წინასწარ უნდა გადავიხადოთ ყველა ის გადასახადი, რომლის გადახდაც კანონის თანახმად გვევალება პროდუქციის გაყიდვის შემდეგ... ეს იგივეა, რომ ჯერ არ გადახდილი ხელფასის საშემოსავლო გადაგვახდევინონ.

კანონთან შეუსაბამო ამგვარი მოთხოვნები გაჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოქუაშვილმა არ წაიკითხა ივანიშვილის მიერ მომზადებული ტექსტი.

ცნობისათვის: ომეგას საწარმომ ვადაზე ადრე გადაიხადა ყველა მიმდინარე გადასახადი. გადახდა განხორციელდა 8 ნოემბერს, ნაცვლად 15 ნოემბრისა. ომეგას საწარმოს ამჟამად არ გააჩნია არანაირი დავალიანება მიმდინარე გადასახადების კუთხით.“ - წერს „ოჯთ“ -ის გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი