კომენტარი
კანონპროექტთან დაკავშირებულ მსჯელობაში ფართო საზოგადოება იქნება ჩართული - დავით სერგეენკო მარიხუანას კულტივაციაზე
ჯანდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და ის ასრულებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
კითხვაზე, რამდენად ემთხვევა მინისტრისა და საპატრიარქოს პოზიცია ერთმანეთს და უნდა იყოს თუ არა აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტიდან გამოწვეული, დავით სერგეენკოს განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებულ მსჯელობაში ფართო საზოგადოება იქნება ჩართული.
„პარლამენტმა უკვე გააკეთა ძალიან დეტალური განცხადება, რომ ამ კანონპროექტის განხილვა, თუკი ეს მოხდება, მოხდება საზოგადოების ფართო ჩართულობით. ჯანდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და ის ასრულებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს გადაწყვეტილება იზოლირებულად მიღებული არ იქნება და მასზე მსჯელობაში ფართო საზოგადოება იქნება ჩართული”,- აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ „კანაფის კონტროლის შესახებ" კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


