კომენტარი
კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის საკითხზე საზოგადოებასთან მეტი კონსულტაციაა საჭირო - დიმიტრი ცქიტიშვილი
კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის საკითხზე საზოგადოებასთან მეტი კონსულტაციაა საჭირო, – განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას კარგად უნდა განუმარტონ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს კანაფის კულტივაციამ სამედიცინო მიზნებისთვის.
„ვფიქრობ, საკმაოდ მასშტაბური და რთული საკითხია, რომ უცებ მივიღოთ, ამიტომ ამას სჭირდება მეტი კონსულტაცია საზოგადოებასთან. თუ საზოგადოებას დიდი წინააღმდეგობა ექნება, შეიძლება ვერც მივიღოთ ან არც მივიღოთ, რადგან ამ საკითხს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია. თუ ჩვენ სწორად მოვახდენთ იმის ახსნა-განმარტებას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს კონკრეტულად სამედიცინო მიზნებით კულტივაციამ და რა კონკრეტული ეკონომიკური ბენეფიტი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას, მაშინ თუ მივიღებთ მხარდაჭერას, უნდა მივიღოთ კანონპროექტიც“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, სოფო კილაძის განმარტებით, გუნდში წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე კანონპროექტზე მსჯელობის დრო არ ჰქონდათ. თუმცა, კილაძესაც მიაჩნია, რომ კანონის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ ამის ნება საზოგადოებაში იარსებებს.
„ამაზე არ გვქონდა დრო, რომ გუნდში გვემსჯელა, იცით, დაძაბული არჩევნები იყო და არ გვქონდა რესურსი, რომ ამაზე გვემსჯელა. ჩვენი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ თუ არ იქნება ეს ჩვენი მოსახლეობისთვის მისაღები, ამას მხარს არ დავუჭერთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მისაღები, რომელიც ჩვენი ერის ინტერესების წინააღმდეგ იქნება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე დღეს სავარაუდოდ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. კანონპროექტის გაწვევის ინიციატივით გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ჯანდაცვის კომიტეტზე გამოვიდა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


