კომენტარი
კანაფის ყლორტებთან ერთად გაგიტანთ ქართველი ხალხი ქვეყნიდან - ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, პარლამენტარმა ირმა ინაშვილმა მმართველი გუნდი გააკრიტიკა საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნებისთვის.
„ასეთი პატარა ქვეყანა ამდენ მოღალატეს როგორ იტევს, დამძიმებული ვარ. უცბად ამოტივტივდა ფენა, რომელიც მზადაა, ყველაფერი წამებში დათმოს: მიწა, წიაღისეული, ტრადიცია, კულტურა, ეროვნება, რწმენა. ამ გაუგონარ ღალატს აბსურდული ეკონომიკური პერსპექტივით ამართლებენ. ერი მორალურად, მენტალურად იცვლება და ეს არ ხდება ჩვენი სრულყოფილების მისაღწევად ან ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და წინსვლისთვის. ეს ხდება ჩვენი გაქრობისათვის.
არჩევნებისადმი რწმენა აღარაა, არჩევნები ერთ თეატრალურ წარმოდგენად იქცა...
სოხუმი და ცხინვალი, ახალგორი და კოდორი ზემოხსენებულმა ფენამ გონებაშიც დათმო და ფიზიკურადაც...
ისეთი დეგრადაცია მიდის, საჯარო პირები ერთმანეთს სასქესო ორგანოებად მოიხსენიებენ...
"გირჩი" რომ სახელმწიფო მანქანის პროდუქტია, ეჭვი კიდევ ვინმეს ეპარება? ნებისმიერ თქვენგანს მარიხუანა რომ პირდაპირ ეთერში დაეთესა, მოეწია, რელიგიური სექტა ჩამოეყალიბებინა, "მღვდლები" ეკურთხებინა და 7000-ზე მეტი წვევამდელი დეზერტირად ექცია, რას უზამდნენ, როგორ ფიქრობთ? ეს გაუგებარი ნახევარფაბრიკატები ვინ წაახალისა, ვინ "აბლატავა", ვინ გამოიყენა პლანის პლანტაციების პროექტის წინაპირობად, ხომ ვერ მეტყვით? ტელეკომპანია "იმედი" 24-საათიან რეჟიმში რომ სხვადასხვა ნარკოტიკის პირდაპირ პროპაგანდას ეწეოდა, ესეც შემთხვევით მოხდა, ეტყობა... სახელმწიფო მანქანა და სახელმწიფოს ინტერესი, ალბათ, არ იყო.
ცუდია, პატივცემულო მმართველო გუნდო, ძალზედ ცუდია, რომ ასეთი დაბალი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ ერზე და გგონიათ, რომ ისეთი იდიოტები ვართ, ვერაფერს ვერ ვხვდებით. ამ თითქოს მიძინებული ერისთვის მარიხუანას პლანტაციის გაშენების თემა უკვე ის წითელი ხაზია, რომელსაც ვერ გადმოკვეთთ, ახლავე გეუბნებით. ამიტომ ხსენებული კანონპროექტის ავტორებს ვურჩევ: გაიწვიონ ეს პროექტი პარლამენტიდან და თავი დაანებონ საქართველოს ესკობარიზაციის მცდელობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანაფის ყლორტებთან ერთად გაგიტანთ ქართველი ხალხი ქვეყნიდან და ექსპორტის სახით გაგიშვებთ ავღანეთში.
ისე, ერთი სასარგებლო მცენარე ხარობს საქართველოში- ჭინჭარი. ურჩი ბავშვების დასასუსხად იყენებდნენ სოფლებში. არ გაწყენდათ მარიხუანას პლანტაციის გაშენების იდეის ავტორებს ეს ხალხური მეთოდი“, - დაწერა ინაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


