მსოფლიო
კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული (ვიდეო)
ამერიკის კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქია ჩრდილოეთ კალიფორნიის რვა ოლქში მძვინვარებს.
სტიქიის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული, 100-მდე დაშავებულია.
მედიის ინფორმაციით, ცეცხლის ალმა დასახლებამდეც მიაღწია, განადგურებულია 1,500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და შენობა-ნაგებობა.
მეოტეოროლოგებმა განგაშის წითელი დონე გამოაცხადეს და მოსახლეობა ხანძრის გავრცელების მაღალი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. ამ დროისთვის 20 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუაცირებული.
სტიქიის გამო, კალიფორნიის დიდ ქალაქებში ძლიერი დაკვამლიანებაა, რის გამოც ხალხს ქუჩაში გასცვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
შტატის გუბერნატორმა, აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დამატებითი ძალების გაგზავნისა და რეგიონის სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადების თხოვნით მიმართა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


