კომენტარი
კახა კალაძეს არარეალური სტატისტიკა მიაწოდეს -„სითი პარკი“ ახლად არჩეულ მერს პასუხობს
კომპანია „სითი პარკის“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ლევან ტაბიძის თქმით, კახა კალაძეს არარეალური სტატისტიკა მიაწოდეს.
ტაბიძის განმარტებით, კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0,2% ხდება სადაო და აქედანაც უმეტეს საქმეებს „სითი პარკი“ იგებს.
რაც შეეხება „სითი პარკთან“ მერიის მიერ დადებული კონტრაქტის გაუქმების საკითხს, ლევან ტაბიძე განმარტავს, რომ აღნიშნულ კონტრაქტთან დაკავშირებით კითხვები დავით ნარმანიასაც ქონდა, თუმცა ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „სითი პარკი“ მასზე დაკისრებულ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს.
„არჩეულმა მერმა ისაუბრა 99%-ზე გასაჩივრებული ჯარიმების. ეს სტატისტიკა არ არის რეალური და ვფიქრობთ, რომ მას არ მიაწოდეს რეალური სტატისტიკა, რადგანაც გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0.2% ხდება სადაო და აქედანაც დავის შემდეგ, უმეტეს საქმეებს იგებს კომპანია „სითი პარკი“.
შეკითხვები ჰქონდა დავით ნარმანიასაც, აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის ყოფილმა მერმა, ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან აუდიტორულ კომპანიას შეუკვეთა კვლევა, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, სადაც დასკვნის მიხედვით წერია, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ კომპანიას შეუწყდეს კონტრაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ახორციელებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას პირნათლად და კანონის დაცვით,“ - განაცხადა ლევან ტაბიძემ.
გუშინ, თბილისის ახლად არჩეულმა მერმა არ გამორიცხა, რომ „სითი პარკის“ წინააღმდეგ იურისტებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.
ამის მიზეზად კახა კალაძემ კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმების 99% დაასახელა, რომლებიც შემდგომში მოქალაქეების მიერ გასაჩივრდა და გადაწყვეტილება მოქალაქეების სასარგებლოდ იქნა გამოტანილი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


