კომენტარი
კახა კალაძე თინა ხიდაშელის განცხადებაზე - ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ტერორისტები არიან ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ
ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ტერორისტები არიან ზუსტად ის ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ – ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
კერძოდ, ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა „ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.
კალაძის თქმით, ხიდაშელი იქნება თუ სხვა, ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ვინც იქნება შემჩნეული, ასეთ განცხადებებს რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„ამ ტიპის განცხადებები მიუთითებს, რომ ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, შენი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა, ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ არც სამშობლო გააჩნიათ და არც ღირებულებები. ისინი არიან სხვა ქვეყნის სამსახურში დაქირავებული ადამიანები, მტრულ საქმიანობაში შემჩნეული, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე, და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


