კომენტარი
კაია კალასი უნდა დაფიქრდეს და პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ აწარმოებდა და აწარმოებს მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს - გია ვოლსკი
ეს არის უტიფრობა. ეს უნამუსობაა. პოლიტიკური მანიპულაცია ჰქვია ამას. - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება შეაფასა.
„მე ვფიქრობ, რომ კაია კალასი უნდა დაფიქრდეს და პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ აწარმოებდა და აწარმოებს მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს, მილიონიანი შემოსავლები რატომ აქვს, ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი ზოგადად. რასაკვირველია, სანქციები შეუძლია მოითხოვოს, მაგრამ მოძალადის მიმართ. მოძალადეობა რამ წარმოშვა, რამ განაპირობა, რისთვის იყო ეს მოძალადეობა?! როდესაც პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციას, როდესაც ქუჩებს, პარლამენტის შენობას წვავდნენ, ეს იყო ძალადობის თავდაპირველი საფუძველი და მიზეზი. ამას რომ არ აკეთებ, რომ არ აანალიზებ და შემოდიხარ პირდაპირ, რომ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს დაუჭირო მხარი და მეორე როგორმე ჩააყენო უხერხულ მდგომარეობაში, რასაკვირველია, ეს არის არის მარტო ორმაგი სტანდარტი, ეს არის უტიფრობა. ეს უნამუსობაა. პოლიტიკური მანიპულაცია ჰქვია ამას. როგორ შეიძლება?! რა დავიმსახურეთ?! რით?! რის გამო, რომ საქართველომ სტაბილურობა შეინარჩუნა და არ მივეცით საშუალება ნგრევას, რომ განვითარებულიყო?! შეიძლება იყო რაღაც გადაცდომები ისე როგორც ხდება დემოკრატიებში. გერმანიაში, საფრანგეთში ამდენი ადამიანი დაიღუპა. ამ ჯახის დროს ადამიანები დაშავდებიან, იციან, რომ ეს აუცილებლად მოხდება და რასაკვირველია, ამას უნდა შესაბამისი ანალიზი. როდესაც ასე ხისტად გამოდიხარ, როდესაც შენი ოჯახი მილიონებს შოულობს რუსეთში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რასაკვირველია, ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ ობიექტურ შეფასებას," - განაცხადა ვოლსკიმ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


