უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

2 მარტი, 2020 11:40
font-size

ჟენევის მოტორშოუ წელს არ გაიმართება

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, სულ ცოტა, 15 მარტამდე აიკრძალა ყველა იმ ღონისძიების ჩატარება, რომლებშიც 1 000 და მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ეს ნიშნავს, რომ აკრძალვა ეხება ჟენევის ყოველწლიურ მოტორშოუს, რომელიც 3 მარტს უნდა დაწყებულიყო.

ორგანიზატორებმა პოპულარული შოუს გაუქმების შესახებ დღეს დილით გამოაცხადეს. მათ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შოუს გადატანა არ იგეგმება და რომ ბილეთების საფასური ყველა მყიდველს აუნაზღაურდება. „სამწუხაროდ, ჟენევის 2020 წლის მოტორ შოუს გაუქმება გვიწევს. ამის მიზეზი ფორს მაჟორია“, - ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

„ფედერალური საბჭოს მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის დაცვაა. ეს არის პასუხი კორონავირუსის ეპიდემიაზე, რომლის გამოც, შვეიცარიაში ეპიდემიებთან დაკავშირებული კანონის შესაბამისად, განსაკუთრებული ვითარებაა შექმნილი“, - ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჟენევის მოტორშოუ 2 მარტს უნდა დაწყებულიყო და ორი კვირის შემდეგ, 15 მარტს დასრულებულიყო. მის გაუქმებამდეც, მონაწილე ავტოკომპანიების უმეტესობამ, ეპიდემიის გამო, შოუში მონაწილეობისთვის გამოყოფილი პერსონალის რაოდენობა შეკვეცა. ორგანიზატორებმა შოუს მონაწილე კომპანიებს თხოვნა გაუგზავნეს, რომ საგამოფენო სტენდები 7 მარტამდე დაშალონ. მათი განმარტებით, შოუ მეტისმეტად ფართომასშტაბიანია იმისათვის, რომ მისი მოგვიანებით გამართვა იყოს შესაძლებელი.

ცნობისათვის, ამჟამად შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. მაგრამ საგანგებო ვითარებაა მეზობელ იტალიაში, სადაც უკვე 650 ადამიანია ინფიცირებული. დაღუპულთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია.

წყარო: autobild.ge

საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი