მსოფლიო
ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
დღეს ჟენევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამერიკის ქმედება. სწორედ მათ წამოაყენეს დიალოგის აღდგენის მოთხოვნა. ეს დიალოგი, თავის დროზე, მათივე ქმედებების და თავდასხმების გამო შეწყდა. მიუხედავად ამისა, თვით ეს მოთხოვნაც უკვე ერთგვარი პრაქტიკული ნაბიჯია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის,- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, სეიედ ალი მოჯანიმ განაცხადა.
“ირანის პოზიცია ნათელია. ჩვენ აშშ-სთან მოლაპარაკებებში „ირანზე“ არ გვიმსჯელია და არც მომავალში ვიმსჯელებთ. ჩვენი დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ ბირთვულ საკითხს ეხება.
დიპლომატიის პასუხისმგებლობაა, აწარმოოს ბირთვული მოლაპარაკებები სანქციების მოხსნის მიზნით, ხოლო ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვითი სტრუქტურის პასუხისმგებლობაა, მუდმივი მზადყოფნაში იყოს საფრთხეების მოსაგერიებლად.
შესაბამისად, ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან გამიჯნულია. როგორც „დიპლომატიურმა“, ისე „თავდაცვითმა“ სტრუქტურებმა აჩვენეს, რომ ეფექტურად და კოორდინირებულად ასრულებენ თავის მისიას.
ირანის თორმეტდღიანმა თავდაცვითმა ომმა 2025 წელს, რომელიც მიმართული იყო უცხო ძალების აგრესიის წინააღმდეგ, ეს რეალობა ნათლად დაადასტურა. ამიტომ, სერიოზული შეცდომა იქნება, თუ ვინმე კვლავ დაუშვებს არასწორ სტრატეგიულ გათვლას და გადაწყვეტს უკვე გამოცდილის ხელახლა გამოცდას.
მოლაპარაკების შედეგების რეალური ეფექტიანობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ფორმა, ადგილი ან დრო. მოლაპარაკებების მექანიზმი ირანისთვის ბოლო წლებში მუდმივად აქტიური იყო. ჩვენი მომლაპარაკებლები ჰგვანან მძღოლებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი მართვის მოწმობა და კომპეტენცია: მათ გააჩნიათ გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი მოქმედების უფლება, კარგად იცნობენ გზას და კურსიდან გადახვევის რისკიც მოეხსენებათ.
პრობლემა იმაშია, რომ მეორე მხარე მუდმივად „თიშავს მოლაპარაკებების მანქანას“ და პირველ რიგში ფიქრობს იმაზე, შეძლებს თუ არა გზის შეცვლას. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა მოლაპარაკების პროცესში.
თუ ვინმე გადაწყვეტს ირანის თავდაცვით შესაძლებლობებზე მოლაპარაკებას, ასეთი „მოლაპარაკება“ არსებითად განსხვავებული იქნება დიპლომატიური დიალოგისგან. მას იმავე ხასიათის პასუხი მოჰყვება, როგორსაც ადგილი ჰქონდა ირანის თორმეტდღიანი თავდაცვისას 2025 წლის ზაფხულში; თუმცა ამჯერად მისი მასშტაბი და დიაპაზონი გაცილებით უფრო ფართო და ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე უნახავს. ეს არის კატასტროფული არჩევანი, რომლის ინიციატორობაც ირანს არ სურს.
ჟენევის დღევანდელ მოლაპარაკებებში არსებობს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კომპეტენცია. ამასთან, ირანის სრულყოფილი წინადადებები მიმზიდველი და ეფექტიანია და შეიძლება გახდეს გზამკვლევი შეთანხმების საფუძველი. მიუხედავად ამისა, თუ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, რომ შეთანხმებამდე მისასვლელად გადაიდგას მოკლე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯები, აუცილებელი გარანტიების წარმოდგენით, ეს ეტაპობრივი გამოსავალიც დაეხმარება პროცესს, რათა კონფლიქტის მართვით თავიდან იქნას აცილებული დიდი კატასტროფა რეგიონისა და მსოფლიოსთვის”, - აცხადებს სეიედ ალი მოჯანი.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


