მსოფლიო
ივანკა ტრამპის კანდიდატურა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილება - Financial Times
აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ივანკა ტრამპის კანდიდატურა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილება. ამის შესახებ Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტი მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს გახდება ვაკანტური, როდესაც ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი ჯიმ იონ კიმი თანამდებობას დატოვებს. მსოფლიო ბანკი პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურების განხილვის პროცესის დასრულებას თებერვლის შუა რიცხვებისთვის აპირებს, ხოლო ახალი პრეზიდენტის დამტკიცების პროცესი აპრილისთვისაა ჩანიშნული.
Financial Times-ის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე შესაძლო კანდიდატებს შორის ასევე არიან გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ მელპასი და USAID-ის ხელმძღვანელი მარკ გრინი.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყებამ დიდი რაოდენობით რეკომენდაციები მიიღო კვალიფიციურ კანდიდატებთან დაკავშირებით და კანდიდატურების შიდა განხილვის პროცესი დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


