კომენტარი
ივანიშვილს ვურჩევდი, სწორ გზაზე დადგეს სანამ დროა და ქართველ ხალხს უფრო გამჭვირვალედ ესაუბროს - ზაზა ოქუაშვილი
,,ომეგა ჯგუფის " დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დარწმუნებულია, რომ ლონდონის სასამართლოში საკმარისი მტკიცებულებების წარდგენას შეძლებს იმ ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც მას არეკეტებდა.
როგორც ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, ჩამონათვალს შორის არის აუდიო ჩანაწერები, კონკრეტული თანხის გადარიცხვის ქვითრები და სხვა მტკიცებულებები.
„მტკიცებულებები არის საკმაოზე მეტი, იმის ჩათვლით, რომ არის გადარიცხვაც, არის თანხაც, არის დარღვევები და მის შემდეგ არის მანქანები, არის პიროვნებები ვისაც მიაქვს... ამაზე მეტი რაღა არის საჭირო,“- აღნიშნა ზაზა ოქუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა თუ არა სკანდალურ ჩანაწერებს შორის არსებობდეს ბიძინა ივანიშვილზეც კომპრომატები, ანუ ჩანაწერი სადაც ისმის მისი ხმა, ზაზა ოქუაშვილი პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს და ყოფილ პრემიერს რჩევას აძლევს.
„შეიძლება ივანიშვილი დაგვეხმაროს მალე იმ ჩანაწერებით, რომელსაც ის აკეთებს თავს ოფისში.
ვფიქრობ, რომ არ დაგვჭირდება ივანიშვილის დახმარება, მაგრამ ისე ვურჩევდი, რომ სწორ გზაზე დადგეს სანამ დროა და ქართველ ხალხს უფრო გამჭვირვალედ ესაუბროს,“-განაცხადა ოქუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


