კომენტარი
ივანიშვილს, წმინდა ქუჩური მიდგომებით, მართლა გულწრფელად უკვირს, რომ მან ამოდენა საჩუქარი გაუკეთა ოქუაშვილს და ის არ უბრუნებს - აკაკი ბობოხიძე
პარლამენტის ფრაქცია ,,ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, მიზანს ამჟამინდელი ხელისუფლების გასტუმრება წარმოადგენს.
ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას ბობოხიძე საკრებულოს წევრის, ვატო შაქარიშვილის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინ ზაზა სარალიძემ თავის სახე გამოავლინა.
„როდესაც ლაპარაკობთ შვილმოკლულ მამაზე, საერთოდ ჭკუაზე რომ არის ეს კაცი, უნდა გიკვირდეთ,“ - განაცხადა ბობოხიძემ.
დეპუტატმა ირაკლი კობახიძე „სამარცხვინო თავმჯდომარედ“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები, თითქოს, ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერები სიმართლეს არ შეესაბამება, არასწორია.
აკაკი ბობოხიძის თქმით, ერთ-ერთ ჩანაწერში ბიზნესწილების განაწილებაზე საუბრობენ.
„ბატონი კობახიძე განსაკუთრებულია თავისი რობოტული უტიფრობით, კაცს ნერვი არ უტოკდება, ისე ლაპარაკობს, თან რაზეც გინდა და როგორც გინდა.
ბიძინა ივანიშვილს, წმინდა ქუჩური მიდგომებით, მართლა გულწრფელად უკვირს, რომ მან ამოდენა საჩუქარი გაუკეთა ოქუაშვილს და ის არ უბრუნებს და ის არ არის თანახმა იმაზე, რომ წილები დათმოს,“ - განაცხადა ბობოხიძემ.
მისივე თქმით, სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან შეხვედრის დროს, ივანიშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ის იყო.
ოპოზიციონერ დეპუტატს არა აქვს იმედი, რომ საგამოძიებო უწყებები ამ საქმეს გამოიძიებენ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


