კომენტარი
ივანიშვილმა გვითხრა, თუ ბიზნესზე ზეწოლა მოხდება, ხმამაღლა იყვირეთ, მაუპატიურებენო, ახლა გამოდის, ბიზნესს აუპატიურებენ - დავით ჭიჭინაძე
სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ საქმეს უკავშირდება, პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე გამოეხმაურა.
დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გაიხსენა, როცა პრემიერ-მინისტრობის დროს თქვა, რომ თუ ბიზნესზე ზეწოლა განხორციელდება, ხმამაღლა "იყვირეთ, რომ მაუპატიურებენო".
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის დავით ჭიჭინაძის შეფასებით, სკანდალური ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტი ხდება და შესაბამისად, გამოდის, რომ „ბიზნესს აუპატიურებენ“.
„გავახსენებ საზოგადოებას, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე დაისვა კითხვა, სადაც ითქვა, რომ ბიზნესმა და ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლონო და იქ ივანიშვილის პასუხი იყო, რომ როგორც კი ვინმე მოგეკარებათ, იყვირეთ - მაუპატიურებენო. დრო დადგა, რომ სინამდვილეში ეს სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდა, რადგან კულუარულად ბიზნესს აუპატიურებენ. ამდენი ხანი, რომ პროკურატურა დუმს, ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


