კომენტარი
ივანიშვილმა ბრძანება გასცა, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ ხმების ხელოვნური მომატება მომხდარიყო - ნინო ბურჯანაძე
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ივანიშვილმა ბრძანება გასცა, რომ სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად „ევროპული საქართველოსთვის“ ხმების ხელოვნური მომატება მომხდარიყო“.
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ შედგა ძალიან დიდი გარიგება, სამწუხაროდ, იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის რომლებმაც ბარიერი გადალახეს და „ქართულ ოცნებას“ შორის. ეს პირველ ყოვლისა ეხება „ქართულ ოცნებას“ და ბოკერიას „ნაციონალურ მოძრაობას“.
საჩხერის საარჩევნო უბნებზე მიღებული შედეგების ელემენტარული ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ – ბიძინა ივანიშვილს სურდა მეორე ადგილზე გაეყვანა „ბოკერია-ბაქრაძე-უგულავას ნაციონალური-მოძრაობა“. მოხდა გარიგება ბოკერიასა და ივანიშვილს შორის. უბრალოდ მათ იმდენიც ვერ გააყალბეს, რამდენის სურვილიც ჰქონდათ. კერძოდ, საჩხერის პრაქტიკულად ყველა უბანზე მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“. ივანიშვილმა და ბოკერიამ საჩხერე გაინაწილეს. საჩხერე არის ერთადერთი რაიონი მთელს საქართველოში, სადაც ყველა უბანზე მეორე ადგილზე ბოკერიას პარტია გავიდა. ეს არის პირდაპირი გარიგება ბიძინა ივანიშვილსა და „ევროპული საქართველოს“ შორის საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


