კომენტარი
ივანიშვილისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია ფულია - მამუკა ხაზარაძე
ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოტივაცია ფულია, ხოლო მისი პოლიტიკური მოქმედებები ქვეყნის ინტერესების ნაცვლად, პირად სარგებელზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ივანიშვილისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია ფულია. ის სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს ცვლის პირად ინტერესებში.
„თუ ფულს დამიბრუნებთ, თქვენი კარნახით ნებისმიერი დანიშნულებით დავხარჯავ, ანუ ყველა დავალებას შეგისრულებთ", - ეს არის სახელმწიფო აზროვნება? - ეს არის ვაჭრობა ქვეყნის საზიანოდ!
„ფულთან" ერთად ივანიშვილი ასრულებს რუსულ დავალებას და ყველა შესაძლო საშუალებით ანგრევს ურთიერთობებს ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან.
თავის მხრივ, აშშ-ის საელჩოს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ხელისუფლებას და მის ე.წ პრემიერ-მინისტრს არავინ აღიარებს და ცდილობენ ელაპარაკონ მხოლოდ ივანიშვილს, როგორც მმართველ ოლიგარქს, რომელმაც მოიპარა ძალაუფლება.
ეს ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში დასრულდება ძალიან მალე, ამის ყველა ნიშანი სახეზეა!
კრიზისი, რომელშიც შესულია "ოცნება”, დასრულდება და აუცილებლად ჩაიყოლებს ოლიგარქს და მის პოლიტიკოს მონებს!“ - წერს ხაზარაძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


