კომენტარი
“ივანიშვილის დავალებით, ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს აიძულებდა ბანკში წილის დათმობას”
რაც ხდება, ეს არ არის მხოლოდ ტი-ბი-სი ბანკის და მისი აქციონერების პრობლემა. ეს არყევს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თიბისი ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოდან გადაყენების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას.
„ეროვნული ბანკის მოთხოვნა თერთმეტი წლის წინანდელი დარღვევისათვის თი-ბი-სი ბანკის მმართველობიდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ჩამოცილების შესახებ, არის პოლიტიკური დევნა. მანამდე, ივანიშვილის დავალებით ეროვნული ბანკი აიძულებდა მათ ბანკში წილის დათმობას და პრობლემის ”მშვიდობიანად” მოგვარებას.
ივანიშვილმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი.
საქართველოს ეროვნული ბანკი არის მთავრობის ფილიალი, ხოლო მისი პრეზიდენტი, შსს-ს ლაქია.
მამუკა ხაზარაძე სანამ კულუარული თამაშების იმედად იქნება და არ იტყვის საჯაროდ სიმართლეს, წავა არა მარტო ბანკიდან, არამედ წავა ციხეში, რადგან ასე უნდა ოლიგარქს.
ეს პროცესი ამით არ დამთავრდება. შემდეგი სამიზნე არის ანაკლია.
რაც ხდება, ეს არ არის მხოლოდ ტი-ბი-სი ბანკის და მისი აქციონერების პრობლემა. ეს არყევს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.“ - წერს რომან გოცირიძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


