კომენტარი
ივანიშვილი შევარდნაძესავით დაასრულებს... ეს არის ოცნების დაღმასვლა სათადარიგო შემადგენლობით - დავით ბერძენიშვილი
"დაღმასვლა და შევარდნაძის შეცდომების გამეორება" - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი "ქართულ ოცნებაში" ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების საკითხს.
როგორც "ნიუპოსტს" ბერძენიშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი პოპულისტური, აგრესიული, ანტიდემოკრატიული, თავისი არსით ანტიდასავლური პოლიტიკოსები არიან.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, "ოცნების" თავმჯდომარეს შევარდნაძის ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებს:
"ღარიბაშვილი სათადარიგო შემადგენლობაში იყო კარგა ხნის განმავლობაში. ის თადარიგის ოფიცერია. მოსალოდნელი იყო მისი დაბრუნება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი 2016 წლიდან მოყოლებული უფრო ეყრდნობა, მონაციონალისტო, მოყავისფრო ძალებს.
ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ღიად გამოიკვეთა, რომ არცერთი პროდასავლური ძალა მის კანდიდატს მხარს არ უჭერდა და ღიად უჭერდა მხარს "პატრიოტთა ალიანსი", ის, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ფრაქცია ეშლებოდა და გია ჟორჟოლიანი მიავლინეს იქ, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილისთვის მთავარი საყრდენი პოპულისტური, აგრესიული, ანტიდემოკრატიული, თავისი არსით ანტი დასავლური პოლიტიკოსებია. ასე რომ, მისი ამომრჩეველი დავიწროვდა და ის პრაქტიკულად მემარცხენე პოპულისტურ, ნახევრად ჩრდილოურ ფლანგზე გამყარებას ცდილობს ამჟამად. ეს არის დაღმასვლა. ივანიშვილი იმეორებს გვიანდელი შევარდნაძის, ლამის ყველა ნაბიჯს და ისევე დაამთავრებს, როგორც შევარდნაძემ დაასრულა,"- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი იქნება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ღარიბაშვილი მმართველ პარტიაში გიორგი ვოლსკის შეცვლის.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


