კომენტარი
ივანიშვილი საკუთარ თავს თავად ებრძვის, თვითონ ჭამს საკუთარ ძალაუფლებას - ნინო ბურჯანაძე
წერილი მხოლოდ დეტალია. ვინ დაწერდა ამ წერილს, ვინ გადასცემდა მამუკა ხაზარაძეს, ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხი. აქ მთავარი ის არის, რომ პროცესის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
„ამ პროცესებმა ძალიან ნათლად აჩვენა, რომ საუბარი დემოკრატიაზე და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობაზე აბსოლუტურად გამორიცხულია, რადგან არის ერთი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც შეუძლია დღეს ბიზნესი დაატეროროს, ხვალ თავისუფალ მედიაზე დირექტივები გასცეს, ზეგ მოსამართლეების საკითხი გადაწყვიტოს, ანუ, მთლიანად ქვეყნის ბედი განკარგოს, მაგრამ უკვე ასე გაგრძელებას ის ვერ შეძლებს.
მმართველი გუნდი უკვე ისეთ სტადიაშია, რომელსაც ვეღარ გამოასწორებს ბიძინა ივანიშვილი. ის ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ საკუთარ თავს თვითონ ებრძვის, თვითონ ჭამს საკუთარ ძალაუფლებას. ბიძინა ივანიშვილი აგებს ისევ ბიძინა ივანიშვილთან.
ერთადერთი თუ კიდე რამე იხსნის მას, რომ ცოტათი პოზიტიური სახე მიიღოს, ეს არის რადიკალური ცვლილებები ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი უნდა შემოუერთდეს ყველა პოლიტიკური პარტიის ინიციატივას და შეცვალოს საარჩევნო სისტემა, რათა 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და სამართლიანად,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


