კომენტარი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქცა კერძო ინტერესების მქონე ორგანიზაციად - ნაზი ჯანეზაშვილი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გარკვეულწილად, კერძო ინტერესების მქონე ორგანიზაციად იქცა.
როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებები ვერ უძლებს კრიტიკას.
,, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქცა, გარკვეულწილად, კერძო ინტერესების მქონე ორგანიზაციად, რომელიც არ წარმოადგენს ხელისუფლების რომელიმე შტოს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ის არ წარმოადგენს სასამართლო სისტემას. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. თუკი საქართველოს პარლამენტს უნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა იყოს მრავალფეროვანი, მან მხარი უნდა დაუჭიროს ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და არ იქნებიან მხოლოდ დამატებითი ხმა დანარჩენებთან ერთად",- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


