კომენტარი
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულმა მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოთა კავშირის დროინდელი სხდომები გამახსენა - ბიძინა გეგიძე
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცესსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებს ნეგატიურად აფასებს:
„ერთი თვე გავიდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტში წარმოადგინა უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა ათკაციანი სია, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ პასუხობს არც ერთ სამართლიან მოთხოვნას. წარმოდგენილი კანდიდატების წინააღმდეგია საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა. კანდიდატებს მხარს უჭერს სიაში შემავალი ათი ადამიანი, მათი მეგობრები და ნათესავები, ხოლო ჩვენი მოსახლეობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ბოლო ერთი თვე ჩემს კოლეგებთან ერთად ვითხოვ პროცესის გამჭვირვალობას, შედეგად კი მივიღეთ მხოლოდ ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, 24-25 იანვარს გამართული სხდომის შემდეგ, 26 იანვარს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროინდელი სხდომები გამახსენა, გუშინ წინ კი შედგა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პროცესი უნდა ყოფილიყო ღია, გამჭვირვალე და პროგრესული, თუმცა, რაც ვნახეთ, უპერსპექტივოა და სრულ უნდობლობას იწვევს.
ეს ყველაფერი ჰგავს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესს, რამაც მოსახლეობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ კიდევ უფრო მეტი უნდობლობა გაუჩინა. როგორც აღნიშნულ საქმეზე შექმნილმა კომისიამ ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა, ასევე, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ეს ფორმატი ვერ მოიტანს შედეგს, რასაც ელოდება ჩვენი ამომრჩეველი. ამ ჯგუფში თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო მონაწილეობს, რომელსაც აღარ გააჩნია რესურსი, პროცესში შეიტანოს პოზიტივი. აქედან გამომდინარე, სასამართლო რეფორმის ეს ჯგუფი ვერ შეიმუშავებს ვერანაირ კრიტერიუმებს და მთელი ეს პროცესი არის უპერსპექტივო. ამიტომ, აუცილებელია ისეთი ფორმატის შექმნა, რაც პროცესის მიმართ გააჩენს ნდობას.
სასამართლოსა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები არის ეროვნული ინტერესების ტოლფასი საკითხი, რადგან სამართლიანობის აღდგენა არ არის მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, ეს არის განცდა სწორი გადაწყვეტილების, მოქმედებებისა და, აქედან გამომდინარე, სასამართლო სისტემის მიმართ აღდგენილი ნდობის, რაც გულისხმობს იმას, რომ საჯარო პირებმა უნდა იმოქმედონ სახელმწიფო და არა კერძო ინტერესებიდან გამომდინარე.
„ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


