კომენტარი
იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ გამოძიება `ომეგა ჯგუფთან` და ტელეკომპანია `იბერიასთან` დაკავშირებით გავრცელებული ყველა ჩანაწერით უნდა დაინტერესდეს
დღეს ჩვენ ვისმენთ ჩანაწერებში სხვადასხვა სახელებისა და გვარების მოხსენიებას, მაგრამ მნიშვნელოვანია დადგინდეს, მართლაც იყვნენ ეს პირები ამ პროცესში ჩართულნი თუ არა,- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „იბერიასთან“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ის ოპონენტებისგან განსხვავებით კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენებას ვერ მოითხოვს, რადგან ეს არასწორი იქნება. თუმცა მინისტრი ფიქრობს, რომ გამოძიება "ომეგა ჯგუფთან" და ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებული ყველა ჩანაწერით უნდა დაინტერესდეს.
„აქ მთავარი არის ალბათ ის, რომ რაკი გამოძიება დაწყებულია, გამოძიება დაინტერესდეს არამხოლოდ იმ პირველი ჩანაწერით, რომელიც სათავედ დაედო ამ სისხლის სამართლის გამოძიების პროცესს, არამედ ყველა მომდევნო გამჟღავნებული ინფორმაციით, თუ ჩანაწერით, რათა დადგინდეს ვის რა როლი ჰქონდა.
იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვისმენთ ჩანაწერებში სხვადასხვა სახელებისა და გვარების მოხსენიებას, მაგრამ მნიშვნელოვანია დადგინდეს, მართლაც იყვნენ ეს პირები ამ პროცესში ჩართულნი თუ არა. სანამ ამაზე გამოძიება თავის სათქმელს მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ იტყვის, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან სპეკულაციები იქნებოდა ვინმეს როლზე დღეს საუბარი“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ - ფინანსთა სამინისტრო „ომეგა ჯგუფს“ დაახლოებით 51 მილიონ ლარს ედავება. კომპანია ვალს აღიარებს და მის რესტრუქტურიზაციას ითხოვს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმება „ომეგა ჯგუფის“ მიერ შეთავაზებულ საგადასახადო პირობებს. „ომეგა ჯგუფის“ და „იბერიის“ ერთერთმა დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ფინანსურ ზეწოლას ახორციელებს და ეს პირდაპირ აისახება ტელევიზიის მუშაობაზე. მან თქვა, რომ ზეწოლის მიზეზი „იბერიაა“, რომლის გადაცემათა შინაარსით უკმაყოფილონი არიან მმართველი წრეები.
გავრცელდა სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის" მფლობელს და ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს სატელეფონო საუბრისას ბიზნესში პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ ტელეკომპანიის დათმობას სთხოვს, ასევე საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე და პრობლემების მოგვარებაზე. აღნიშნული ჩანაწერების გარდა, „რუსთავი2“-მა გუშინ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გააავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილებაზე იყო საუბარი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


