კომენტარი
იურისტს ნამდვილად არ ევალება, რომ თვითონ გახდეს ყველაფრის მკადრებელი - ლევან აღდგომელაშვილი ზაზა ხატიაშვილზე
,,ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი გამოეხმაურა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის გუშინდელ განცხადებას და განმარტება გააკეთა იურისტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით.
,,ზაზა ხატიაშვილს ძალიან მძიმე ჯვარი ერგო იქიდან გამომდინარე, რომ ის ვანო ჩხარტიშვილის ინტერსებს იცავს. ისიც კარგად გვესმის, რომ პროფესიული ინტერსებიდან გამომდინარე, შეიძლება ყველაფრის მკადრებელი ადამიანის ინტერესები დაიცვა. თუმცა, იურისტს ნამდვილად არ ევალება, რომ თვითონ გახდეს ყველაფრის მკადრებელი“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა და წარმოადგინა ის დასკვნა, რომელიც ხატიაშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე წარადგინა.
,,ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის განმარტებით, ჩხარტიშვილის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, სამ აუდიოფაილს ჩაუტარდა ექსპერტიზა, თუმცა როგორც აღდგომელაშვილმა აღნიშნა, საერთოდ უცნობია, რომელ სამ ფაილზეა საუბარი.
,,ნებისმიერ შემთხვევაში, აქ წერია, რომ სამი ფაილიდან ერთის ხანგრძლივობა არის 3 წუთი და 4 წამი, მეორესი 2 წუთი და 6 წამი, მესამესი 2 წუთი და 30 წამი. მაშინ როდესაც რუსთავი 2-ს მიაწოდა წყარომ ინფორმაციის სახით 3 აუდიო ფაილი, რომელთა განგრძლივობაც შემდეგია: 1. 7 წუთი და 52 წამი; 2. 2 წუთი და 9 წამი; 3. 5 წუთი და 23 წამი. ვერცერთი აუდიოფაილის ხანგრძლივობა ვერ ედრება იმ აუდიოფაილების ხანგრძლივობას, რომლის აუდიოექსპერტიზაც ზაზა ხატიაშვილმა წარმოადგინა.
დასკვნაში ექსპერტს უწერია, რომ მან მოუსმინა 3 ფაილს მთლიანად და რადგანაც დიალოგი მიდიოდა არა ინგლისურ ენაზე, შესაბამისად მან ვერ გააკეთა დასკვნა დიალოგის განრძობადობასა და შინაარსის ერთობლიობაზე.
დასკვნაში ასევე, საერთოდ არაფერი არ არის ნახსენები ედრება თუ არა ამ დიალოგებში მონაწილე ადამიანების ხმები მათი ხმების ნიმუშებს.
შესაბამისად, საერთოდ გაუგებარია რა სახის აუდიოექსპერტიზაზე საუბრობს ბატონი ხატიაშვილი. საერთოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ეს დასკვნა, ამგვარი შინაარსით, რაიმე სახის მტკიცებულებად იყოს წარმოდგენილი მისი მარწმუნებლის სასარგებლოდ“, - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


