მსოფლიო
იუნესკო აბსურდის თეატრად იქცა - აშშ-ის შემდეგ ორგანიზაციას ისრაელიც ტოვებს
აშშ-ის შემდეგ იუნესკოს ისრაელიც ტოვებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოიწონა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ორგანიზაცია „აბსურდის თეატრად“ გადაიქცა.
„ეს მამაცი და მორალური გადაწყვეტილებაა, რადგან იუნესკო აბსურდის თეატრად გადაიქცა. ისტორიის დაცვის მაგივრად ის მას ამახინჯებს“, -განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობა იუნესკოსთან მაშინ დაიძაბა, როცა 2011 წელს ორგანიზაციაში პალესტინა გაწევრიანდა. ვაშინგტონმა პროტესტის ნიშნად იუნესკოს დაფინანსება შეწყვიტა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციის დატოვება მოუწია საწევრო გადასახადებზე დავალიანების ზრდისა და იუნესკოს „ანტიისრაელური პოზიციის“ გამო. გარდა ამისა, დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციაში ფუნდამენტური რეფორმები უნდა გატარდეს.
აღსანიშნავია, რომ აშშ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსს შეინარჩუნებს, რათა გაზიაროს თავისი გამოცდილება პრესის თავისუფლებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა იუნესკოს თავმჯდომარე ირინა ბოკოვა. მისი თქმით, ეს დანაკლისია როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე აშშ-სთვის.
აშშ იუნესკოს ოფიციალურად დატოვებს 2018 წლის 31 დეკემბერს.
აშშ-მ ერთხელ უკვე დატოვა იუნესკო 1984 წელს. მაშინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ორგანიზაცია საბჭოთა კავშირისადმი სიმპათიაში დაადანაშაულა. აშშ იუნესკოს დაუბრუნდა 2002 წელს ჯორჯ ბუშ-უმცროსის მმართველობის დროს.
იუნესკო 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს. 2011 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, "იუნესკო" აერთიანებს 195 ქვეყანას. მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


