მსოფლიო
იულია ტიმოშენკო პოლონეთში ჩადის, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაში დაეხმაროს
უკრაინის პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო 10 სექტემბერს პოლონეთში ჩავა, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნებაში დაეხმაროს.
ამის შესახებ ტიმოშენკომ ტელეარხ NewsOne-ის ეთერში განაცხადა.
„აუცილებლად დავუჭერ მხარს მიხო სააკაშვილს, პირადად. ის 10 სექტემბერს გეგმავს მშვიდობიანად მოვიდეს და წერილი წარადგინოს, სადაც აღნიშნულია ის საფუძვლები, რომლის მიხედვით, მას აქვს უფლება უკრაინაში იცხოვროს, მიუხედავად იმისა,რომ მას მოქალაქეობა ჩამოართვეს“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ტიმოშენკომ ასევე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაადანაშაულა იმაში, რომ ის სააკაშვილის წინააღმდეგ „პოლიტიკური რეპრესიების ბინძურ მეთოდებს იყენებს“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


