მსოფლიო
იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი თანამდებობიდან გადადგა
იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, 4 დეკემბერს ჩატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, დაპირებისამებრ, თანამდებობიდან გადადგა.
მედიის ინფორმაციით, რენციმ რეფერენდუმის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა აიღო.
„წავაგე, და ამას ხმამაღლა ვამბობ.მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება ძალიან მიჭირს, რობოტები ხომ არ ვართ?“,-აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
მისი თქმით, დღესდღეობით იტალიის დემოკრატია საპარლამენტო სისტემას ეყრდნობა.
„როდესაც კენჭისყრაზე კითხვა გამოგვქონდა, ამ სისტემის გამარტივებას ვთავაზობდით მოსახლეობას, ორპალატიანი პარლამენტის გაუქმებას, მთავრობის შემცირებას და პირდაპირი დემოკრატიის გაზრდას ვთავაზობდით. სწორედ ეს რეფორმა გამოვიტანეთ რეფერენდუმზე. არ ვიყავით საკმარისად დამაჯერებლები. მაპატიეთ, მაგრამ სინანულის გარეშე მივდივარ. წარმატება ყველა ჩვენგანს“,-აღნიშნა რენციმ, რომელიც თანამდებობას 2,5 წლის განმავლობაში იკავებდა.
მატეო რენცის მიაჩნდა,რომ ეკონომიკური და საბანკო კრიზისის დასაძლევად, ასევე სამიგრაციო კრიზისთან ბრძოლისთვის და ზოგადად, ეფექტური მმართველობისთვის ხელისუფლების ცენტრალიზაციაა საჭირო.
კერძოდ, რენცის რეფორმის მიხედვით, საჭიროა პარლამენტის ორი პალატის თანაბარუფლებიანობის შეკვეცა, რაც კანონების მიღებას უშლის ხელს.
ყოფილი პრემიერის საკონსტიტუციო რეფორმის მიხედვით, იტალიის პარლამენტის ზედა პალატას - სენატს- უფლებამოსილების ნაწილი შეუმცირდება.
პარლამენტის ქვედა პალატა კი, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მიხედვით დაკომპლექტდება და შეეძლება კონონების დამტკიცება იმ შემთხვევაშიც კი, თუ სენატმა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.
რენცის აზრით, მთავრობის ცენტრალიცია პოლიტიკურ არასტაბილურობას დაასრულებდა, ეკონომიკის გაჯანსაღება გამოიწვევდა და იტალიას საბანკო კრიზისიდან იხსნიდა.
რენცი მოსახლეობას პირდებოდა, რომ რეფერენდუმზე წაგების შემთხვევაში იგი თანამდებობას დატოვებდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


