მსოფლიო
ისტორიული სამიტი შედგა - კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სინგაპურში, კუნძულ სენტოსაზე შეხვდნენ. ქვეყნებს შორის პირველ ისტორიულ სამიტზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრა 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Capella-ში გაიმართა. სამიტის დაწყებამდე ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულებაში ეჭვი არ ეპარება, ხოლო ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის „გადასარევი“ ურთიერთობები ჩამოყალიბდება. კიმ ჩენ ინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ, რათა შეხვედრა შემდგარიყო.
ორივე ქვეყნის ლიდერი განცალკევებით, მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით 50 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, შემდგომ მათ შეუერთდნენ მრჩევლები და ორივე დელეგაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები - აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხში ჯონ ბოლტონი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი ჯონ კელი, ხოლო ჩრდილოეთ კორეის მხრიდან - კორეის სამუშაო პარტიის თავმჯდომარის მოადგილე კიმ ენ ჩხოლი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ლი ონ ჰო და კორეის სამუშაო პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლი სუ ონი.
შემდგომ მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ჯერჯერობით უცნობია, რას ეხებოდა დოკუმენტი, თუმცა ტრამპმა მედიასთან განაცხადა, რომ ეს „მოსალოდნელზე უკეთესი გამოდგა“. მან აღნიშნა, რომ ესაა „ყოვლისმომცველი“ დოკუმენტი.
კიმ ჩენ ინმა კი განაცხადა, რომ „ჩვენ გადავწყვიტეთ, წარსული უკან დავიტოვოთ“.
აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კიმ ჩენ ინს და განაცხადა, რომ „ის არის ნიჭიერი ადამიანი და მას ძალიან უყვარს საკუთარი ქვეყანა“.
ტრამპმა დასძინა, რომ „ბევრი ვისწავლეთ ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნების შესახებ“.
ტრამპი კმაყოფილი ჩანდა. მან განაცხადა, რომ „მშვენიერი დღე გამოდგა“.
საბოლოო გადაწყვეტილება სამიტის ჩატარების შესახებ დონალდ ტრამპმა 1-ელ ივნისს მიიღო. მანამდე, 24 მაისს მან შეხვედრა გააუქმა, თუმცა ორი დღის შემდეგ კვლავ განაახლა მოლაპარაკებები ფხენიანთან.
დაძაბულობა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, გამოიწვია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადებამ, რომ ჩრდილოეთ კორეა დენუკლერიზაციის პროცესში „ლიბიურ მოდელს“ უნდა მიჰყვეს.
2003 წელს ლიბიის მაშინდელი პრეზიდენტი მუამარ კადაფი დასავლეთს ბირთვული პროგრამის გაუქმებას დათანხმდა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. 8 წლის შემდეგ პროდასავლურმა მეამბოხეებმა კადაფი მოკლეს.
ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილება ასევე გამოიწვია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივმა სამხედრო სწავლებამ სახელწოდებით „Max Thunder“.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


