მსოფლიო
ისტორიული მოვლენა - მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი მოაწერა
სტამბოლში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი მოაწერა. აღნიშნული ცერემონია კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზიდენციაში, წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა.
ტომოსის ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრო უკრაინის სასულიერო დელეგაცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ეპიფანეს ხელმძღვანელობით, ასევე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო.
ავტოკეფალიის ტომოსზე ხელის მოწერამდე წმ. გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ის მიტროპოლიტ ეპიფანესა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართა ტომოსზე ხელის მოწერის ცერემონია, რომლის შედეგად უკრაინის ეკლესია მე-15 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია გახდა.
უკვე ხვალ, წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართება საღვთო ლიტურგია, რომელშიც ტომოსს ოფიციალურად გადასცემენ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს.
15 დეკემბერს კიევში გამაერთიანებელი კრება ჩატარდა, რომელზეც უკრაინის სამი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ეკლესიის შექმნის შესახებ და მის მეთაურად მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


