მსოფლიო
ისრაელში მე-6 საუკუნის ქართული ეკლესიის მოზაიკური იატაკის ნაშთებს მიაგნეს
ისრაელში, ქალაქ აშდოდში არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობისას, თელ-ავივისა და ლაიფციგის უნივერსიტეტების არქეოლოგების ჯგუფმა, მე-6 საუკუნის ქართული ეკლესიის მოზაიკური იატაკის ნაშთები აღმოაჩინეს.
იატაკზე აღმოჩენილი ბერძნული წარწერის თანახმად, ეკლესია ეპისკოპოს პროკოფის აუშენებია. მშენებლობის თარიღი დატანილია ძველი ქართული კალენდრის მიხედვით. ეკლესია ააგეს „მესამე ინდიქტიონის 292 წელს“, რაც ებრაელი მეცნიერების თქმით, შეესაბამება ჩვენი წელთაღრიცხვის 539 წელს.
ეს აღმოჩენა წმინდა მიწაზე ქართული კალენდრის უძველესი ნიმუშია.
არქეოლოგის თქმით, როგორც ჩანს, აშდოდი ქართველების ინტერესით მაშინაც სარგებლობდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, პეტრე იბერიც გარდაცვალებამდე აშდოდში ცხოვრობდა.
ქალაქ აშდოდში არქეოლოგიური გათხრები 4 წლის წინ დაიწყო.



საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


