მსოფლიო
ისრაელმა სირიაში განთავსებული ირანელი სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო დაბომბვა განახორციელა
ისრაელმა სირიის დედაქალაქში განთავსებული ირანელი სამხედროების წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა განახორციელა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით პირველი არხი იტყობინება, რომ სხვადასხვა მიმართულებიდან მართვადი რაკეტებით დაბომბვა თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. არსებული ინფორმაციით, სირიის სამთავრობო არმიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების ნაწილის განეიტრალება შეძლო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაბომბვების სამიზნე ირანული ალ-ქუდსის ძალები გახდა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დანაყოფია.
„ვაფრთხილებთ სირიის შეიარაღებულ ძალებს, არ სცადოთ ისრაელის სამხედროების ან ტერიტორიისთვის ზიანის მიყენება“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ირანულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში 20 იანვარსაც მიიტანა, რის შემდეგაც სირიიდან ისრაელის მიმართულებით მიწა-მიწა ტიპის რაკეტა გაუშვეს. რაკეტა ისრაელის თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


