მსოფლიო
ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 330 პალესტინელი დაიღუპა - „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო
ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ „ფართომასშტაბურ დარტყმებს“ ახორციელებენ.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 330 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ დარტყმების ბრძანება ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა გასცეს.
„ეს მოჰყვა „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებაზე განმეორებით უარს, ასევე მათ მიერ ყველა იმ წინადადების უარყოფას, რომლებიც მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, სტივ ვიტკოფისგან და შუამავლებისგან. ამიერიდან ისრაელი იმოქმედებს „ჰამასის“ წინააღმდეგ მზარდი სამხედრო ძალით“, – ნათქვამია განცხადებაში.
დარტყმის შედეგად, სავარაუდოდ ლიკვიდირებულია მაჰმუდ აბუ ვაფა, „ჰამასის“ მიერ კოტნროლირებადი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
უცხოური მედია წერს, რომ 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ეს არის ღაზის სექტორის მიმართულებით განხორციელებული საჰაერი დარტყმების ყველაზე დიდი ტალღა.
თვითმხილველების თქმით, ისრაელის 20-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი შენიშნეს. იერიში განხორციელდა რაფასა და ხან იუნისის მიმართულებით.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების გამო, „ჰამასმა“ ისრაელს ღალატში დასდო ბრალი, თუმცა, „ჰამასში“ სამომავლო გეგმების შესახებ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა Fox News-ს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელის დარტყმების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული.
ცნობისთვის, 1-ელ მარტს დროებითი ზავის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებას ცდილობდნენ.
აშშ-მა მხარეებს ზავის გაგრძელება აპრილის შუა რიცხვებამდე შესთავაზა, რაც მოიცავდა დამატებით მძევლებისა და ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელების გათავისუფლებას.
თუმცა, პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ვერ თანხმდებოდნენ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის მიერ წარმოდგენილი გარიგების მთავარ საკითხებზე.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


