მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის პოსტი შეითავსა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიციის შიგნით არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად თავდაცვის მინისტრის პოსტი შეითავსა.
გარდა ამისა, ის ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგ გამოვიდა. ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს „უპასუხისმგებლობა“ იქნება ქვეყნის უსაფრთხოების ამჟამინდელი გამოწვევების გამო.
„ასეთ პერიოდში არ შეიძლება მთავრობის დაშლა, ასეთ პერიოდში არ შეიძლება არჩევნებზე წასვლა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ რეგიონში არსებულ დაძაბულობაზე საუბრისას.
„ჩვენ წინ მთელი წელი გვაქვს არჩევნებამდე, ჩვენ ვართ გაცხარებულ ბრძოლაში, და შუა ბრძოლას ვერ მიატოვებ.
შუა ბრძოლისას პოლიტიკას ვერ ითამაშებ. ქვეყნის უსაფრთხოება პოლიტიკის მიღმაა, და ქვეყნის უსაფრთხოება პიროვნული შეხედულებების მიღმაა“, -აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინსიტრმა.
ცნობისთვის, 14 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა. ამ ფორმით მან გააპროტესტა ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ლიბერმანმა ისრაელსა და დაჯგუფება ჰამასს შორის დადებული ზავი „ტერორისადმი დამორჩილება“ უწოდა.
„ის, რასაც ვაკეთებთ, როგორც სახელმწიფო, არის მოკლევადიანი სიმშვიდის ყიდვა, რომლის ფასი იქნება ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული გრძელვადიანი ზიანის მიყენება “, -განაცხადა ლიბერმანმა.
ლიბერმანმა ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია დატოვებს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციას.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


