მსოფლიო
ისრაელის პოლიცია ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში ადანაშაულებს
ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ საკმარისი მტკიცებულებები შეაგროვა, რათა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციაში დაადანაშაულოს.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურას რეკომენდაციასთან ერთად გადაეცა მასალები, რომლებსაც იურიდიული ძალა არ აქვს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მისი მტკიცებით, სწორედ ამ დოკუმენტებზე იქნება დამოკიდებული მთავრობის ხელმძღვანელის პოლიტიკური მომავალი.
პოლიციამ ორი საქმე გამოიძია. პირველი მათგანი, ე.წ. „საქმე 1000“ ეხება ძვირადღირებულ საჩუქრებს, რომლებსაც ნეთანიაჰუ იღებდა საქმიანი წრეების წარმომადგენლებისგან. ბრალდებაში ფიგურირებს ჰოლივუდის პროდიუსერი ისრაელიდან არნონ მილჩინი და ავსტრალიელი მეწარმე ჯეიმს პეიკერი. თითქმის 10 წელია, ნეთანიაჰუ მათგან იღებდა ძვირადღირებულ საჩუქრებს ძვირფასეულობისა და შამპანურის სახით. მათი ღირებულება მილიონ შეკელზე მეტია (280 000 აშშ დოლარი). ნეთანიაჰუს ადვოკატების მტკიცებით, საჩუქრები მეგობრობის ნიშნად იყო გაკეთებული.
რაც შეეხება მეორე საქმეს („საქმე 2000“-ს), ის უკავშირდება პრემიერ-მინისტრის მცდელობას, შეუთანხმდეს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საგამომცემლო სახლის „ედიოტ აჰრონოთის“ მფლობელს, რათა მან დადებითი კუთხით გააშუქოს მთავრობის საქმიანობა. პოლიციის ვერსიით, ამის სანაცვლოდ ნეთანიაჰუმ დაპირდა მას კანონის მიღებას, რომელიც შეზღუდავდა „ედიოტ აჰრონოთის“ მთავარი კონკურენტის, უფასო ყოველკვირეული გაზეთ „ისრაელ ხა-იომის“ შესაძლებლობებს.
თავად ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს. ისრაელის პრემიერი რამდენჯერმე დაკითხეს 2017 წლის დასაწყისიდან. გამოძიება ერთ წელზე მეტი გრძელდებოდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


