მსოფლიო
ისრაელი ტერორის პოლიტიკას ატარებს - რეჯიფ ტაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიფ ტაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ისრაელი „ტერორის პოლიტიკის“ გატარებაში დაადანაშაულა. ნეთანიაჰუ უარყოფითად გამოეხმაურა თურქეთის ანტიტერორისტულ ოპერაციას სირიის რეგიონ აფრინში.
„ჩვენ ტერორისტებს ვებრძვით, შენ კი არა. იმიტომ რომ ისრაელი ტერორის სახელმწიფოა“, -თქვა ერდოღანმა.
ერდოღანმა ნეთანიაჰუ „ოკუპანტი“ და ტერორისტი უწოდა პალესტინასთან კონფლიქტის გამო. თურქეთის ლიდერის თქმით, ისრაელს მისი გასაკრიტიკებელი არაფერი არ სჭირს.
„შენ ასევე ტერორისტი ხარ. ისტორია აღწერს, რაც გაუკეთე დაჩაგრულ პალესტინელებს“, -თქვა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი აგრძელებს ბრძოლას ტერორისტებთან, მათ შორის აშშ-ში მცხოვრები ფეთხჰულა გიულენის მოძრაობასთან.
ცნობისთვის, ანკარამ განაცხადა, რომ სრული კონტროლი დაამყარა აფრინის რეგიონზე.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


