მსოფლიო
ისრაელი თეირანში მნიშვნელოვანი ობიექტების დაბომბვას გეგმავს — ისრაელის თავდაცვის მინისტრი
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელი დღეს თეირანში არსებულ მნიშვნელოვან სამიზნეებს დაარტყამს.
„დღეს ჩვენ ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი სამიზნეების განადგურებას თეირანში, და (ისრაელის თავდაცვის ძალების) წარმომადგენელი მიმართავს მაცხოვრებლებს, რომ ტერიტორია დროულად დატოვონ,“ — განაცხადა კაცმა ჰერცლიაში ვიზიტისას — ქალაქში, რომელიც დილით ირანის რაკეტებმა დააზიანეს.
კაცის თქმით, ისრაელი დამოუკიდებლად აწარმოებს ამ ოპერაციას, რომელიც უკვე მეხუთე დღეა გრძელდება, თუმცა შეერთებულ შტატებს „დიდ მეგობარს“ უწოდებს.
„ამ ეტაპზე ისინი გვეხმარებიან თავდაცვაში ზოგიერთი იერიშისგან და ამისთვის მადლობას ვუხდით,“ — აღნიშნა მან.
თავდაცვის მინისტრმა მკაფიოდ გამორიცხა რაიმე სახის მოლაპარაკება თეირანთან.
„სრულიად არა — არ ვაწარმოებთ არავითარ მოლაპარაკებებს,“ — განაცხადა კაცმა.
„მხოლოდ ერთი ტიპის ‘მოლაპარაკება’ მიმდინარეობს — ისრაელის საჰაერო ძალების რაკეტებსა და ირანის დიქტატორულ რეჟიმს შორის.“
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


