მსოფლიო
ისრაელი და „ჰამასი“ ებრაელი ჯარისკაცის მოკვლისა და ღაზას სექტორის დაბომბვის შემდეგ სიმშვიდის აღდგენაზე შეთანხმდნენ
ისრაელი და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ღაზას სექტორში სიმშვიდის აღდგენაზე შეთანხმდნენ.
„ეგვიპტისა და გაერთიანებული ერების ძალისხმევით ისრაელი და პალესტინური დაჯგუფება შეთანხმდნენ, რომ დაუბრუნდებიან სიმშვიდის ეპოქას“, - განუცხადა სააგენტო „როიტერსს“ „ჰამასის“ პრესსპიკერმა ფაუზი ბარჰუმმა.
ისრაელის ჯარის პრესსპიკერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შაბათს, დილის საათებში არ დაფიქსირებულა რამე სახის სამხედრო მოქმედება ღაზას სექტორში.
ცნობისთვის, პარასკევს პალესტინელმა სნაიპერმა ებრაელი ჯარისკაცი მოკლა ღაზას სექტორის საზღვართან. ამის საპასუხოდ ისრაელის ჯარმა ათობით იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რის შედეგად 4 პალესტინელი მოკვდა, აქედან 3 „ჰამასის“ მებრძოლია. სულ მცირე ღაზას სექტორის 120 მკვიდრი დაშავდა.
ისრაელის ჯარის განცხადებით, მათ გაანადგურეს „ჰამასის“ 68 ობიექტი და 60-მდე შენობა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


