მსოფლიო
ისლამურმა სახელმწიფომ ნიუ-იორკის ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო
ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისლამურმა სახელმწიფომ სამშაბათს, ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.
„თავდამსხმელი ხალიფატის ერთ-ერთი მებრძოლია“, - წერია დაჯგუფების გაზეთ ალ-ნაბაში.
ქვემო მანჰეტენში მომხდარ ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა 8 ადამიანი, ხოლო 12 დაშავდა. თვითონ თავდამსხმელი პოლიციამ დაჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტერორისტი უზბეკეთიდან იმიგრირებული 29 წლის საიფულო საიპოვია. ნიუ-იორკის ფედერალურმა პროკურატურამ უკვე წაუყენა მას ბრალი 8 ადამიანის მკვლელობასა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მატერიალური მხარდაჭერის გამო.
თავდასხმამდე საიპოვი ინტერნეტით ეძებდა ინფორმაციას ნიუ-იორკში ჰელოუინის ჩატარებისა და სატვირთო მანქანის დაქირავების შესახებ.
გამოძიებიდან ასევე ირკვევა, რომ :
საიპოვმა თავდასხმა 2 თვის წინ დაგეგმა.
მან სპეციალურად აირჩია ჰელოუინი, რადგან ქუჩაში ბევრი ხალხი იქნებოდა თავმოყრილი
უნდოდა „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის დაკიდება მანქანაზე, თუმცა ზედმეტი ყურადღების მიქცევისგან თავი შეიკავა
სამართალდამცავებმა მის ტელეფონებში აღმოაჩინეს ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდის შემცველი 90 გრაფიკული და ვიდეომასალა.
საიპოვის თქმით, ის შთაგონებულია „ისლამური სახელმწიფოთი“, კერძოდ, ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერით, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადით, რომელიც მოუწოდებს მუსლიმებს, შური იძიონ ერაყში დაღუპულებისთვის.
საიპოვი აშშ-ში 2010 წელს მოხვდა. ის კომპანია Uber-ში მძღოლად მუშაობდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


