მსოფლიო
„ისლამური სახელწმიფო“ იერუსალიმის გამო აშშ-ს ახალი ტერაქტებით ემუქრება
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების გამო აშშ-ს ახალი ტერაქტებით ემუქრება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა განცხადება სახელწოდებით „დაგველოდეთ“ და „ისლამური სახელმწიფო მანჰეტენზე“.
„ჩვენ უფრო მეტ ოპერაციას ჩავატარებთ თქვენს მიწაზე ფინალურ საათამდე და დაგწვავთ ომის ცეცხლში, რომელიც წამოიწყეთ ერაყში, იემენში, ლიბიაში, სირიასა და ავღანეთში. უბრალოდ დაგველოდეთ“, - წერია განცხადებაში.
„თქვენი ძაღლის [დონალდ ტრამპის] მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება გვაიძულებს, ვაღიაროთ ასაფეთქებელი თქვენი ქვეყნის დედაქალაქად“, - ნათქვამია მიმართვაში.
დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად წინა კვირას გამოცხადა, რამაც საპროტესტო ტალღა გამოიწვია არაბულ სამყაროში. აშშ-ის პრეზიდენტის საპასუხოდ 13 დეკემბერს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებმა აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარეს.
წმინდა ქალაქი ისრაელსა და პალესტინას შორის დიდი ხნის დავის საგანია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


