უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 სექტემბერი, 2017 17:40
font-size

ისევე შეიძლება გავლენის ქვეშ სტრასბურგის სასამართლოს მოქცევა, როგორც ქართული სასამართლოს დაქვემდებარება - გვანცა ყუფარაძე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "გვანცა ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე, სადაც ყოფილი მსჯავრდებული მის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არაადაამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაში ადანაშაულებდა, გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გვანცა ყუფარაძის მიმართ სარჩელში ჩამოთვლილი მუხლების დარღვევა არ დადგინდა.

დღეს, გვანცა ყუფარაძემ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განმარტება ვიდეო მიმართვის სახით გაავრცელა.

"აღმოჩნდა, რომ ისევე შეიძლება გავლენის ქვეშ სტრასბურგის სასამართლოს მოქცევა, როგორც ქართული სასამართლოს დაქვემდებარება.

მე მქონდა ინფორმაცია არაერთი სანდო წყაროსგან იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოში მყოფ ნონა წოწორიასა და ძველი სახელისუფლო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის არსებობდა მჭიდრო კავშირები და თანამშრომლობა. მაწვდიდნენ ინფორმაციას და მაფრთხილებდნენ იმის თაობაზეც, რომ წოწორიასა და ალანიას შორის არსებობდა კავშირები და სწორედ ამიტომ იბრძოდა ასე ჯიუტად თამარ ალანია ევროსასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში გასვლისთვის. თუ ამას მოახერხებდა, ჰქონდა გარანტია, რომ სტრასბურგში მას აირჩევდნენ. მე არ მჯეროდა, რომ შესაძლებელია ასეთი დონის ინსტიტუციის გავლენის ქვეშ მოქცევა, ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რეალობა სხვაგვარია. გავლენაში იგულისხმება ე.წ. ლობი, შიდაკოლეგიალური კავშირები და სასამართლოს გადატვირთულობიდან გამომდინარე, ნდობა წოწორიასადმი.

მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი უდანაშაულობა დამემტკიცებინა, ევროპულმა სასამართლომ კი - ყველაფერს ხაზი გადაუსვა. ამ გადაწყვეტილებით შეუძლებელია, მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის უზრუნველყოფა. მართალია იმ ადამიანებს ვისაც სჯეროდათ ჩემი დღესაც სჯერათ, თუმცა მოუწევთ მენდონ სიტყვაზე. აღარ არსებობს ადგილი სადაც მე ამის დამტკიცებას შევძლებ. მათ კი ვინც გასაგები თუ გაუგებარი მიზეზებით მტრულად არის განწყობილი, სიხარულის საბაბი მიეცათ. სამაგიეროთ ეს საქმე აღქმადია ყველა იმ იურისტისა და დაინტერესებული პირისთვის ვინც მასში გარკვევას გადაწყვეტს, მაგრამ ამ უკანასკნელს ვერაფერი შეცვლის, “ - აცხადებს ყუფარაძე ვიდეო მიმართვაში და აქვე აღნიშნავს, რომ არ აპირებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს 14 წლის გვანცა ყუფარაძე თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლის შემდეგ, გვანცა ყუფარაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, აქედან 5 წელი პირობითი მსჯავრი. რომელიც ყუფარაძის ადვოკატმა თბილისის სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ორივე ინსტანციამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი