კომენტარი
ისეთი ჭრილობა ჰქონდა გულზე, ადგილზეც რომ დაწყებულიყო რეანიმირება, ლევანს მაინც ვერ გადამირჩენდნენ - ხორავას ქუჩაზე მოკლულის დედა
მას ისეთი ჭრილობა ჰქონდა გულზე, ადგილზეც რომ დაწყებულიყო რეანიმირება, ლევანს მაინც ვერ გადამირჩენდნენ. მას გულში ჰქონდა ერთადერთი სასიკვდილო ჭრილობა, ხელები კი დასერილი, - ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე.
,,როცა მკვლელი დანას უქნევდა, ლევანი ხელებს აფარებდა. ისეთი ძლიერია დარტყმა, დანა ფილტვშია გასული“, - აცხადებს მოკლულის დედა.
ნათია საყვარელიძე ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.
,,ზუსტად 2 საათზე, როცა მკვლელობა მოხდა, მეც, ლევანის მამამაც და დეიდამაც (სხვადასხვა ადგილას ვიმყოფებოდით) რატომღაც საათს დავხედეთ, როცა ამას ვყვებოდი, მათაც იგივე თქვეს. სხვა დროს უფრო ვიცოდი გადარევა, დარეკვა-მოკითხვა, იმ დღეს არანაირი წინათგრძნობა არ მქონია.
ბოლო დროს მუდმივად ვაკონტროლებდით (ალბათ ეს იყო წინათგრძნობის გამოხატულება), სწორედ ის 15 წუთი არ დაგვირეკავს. ბავშვი სკოლიდან 13:55-ზე გამოდის და 3-ის 10-12 წუთზე მას კლავენ. სასწრაფოს გამოძახების დროდ 14:14 საათია დაფიქსირებული და ამ შუალედში ბავშვი აღარ იყო”, - ამბობს მოკლულის დედა.
ნათია საყვარელიძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახსა და მათ ოჯახს შორის, განსხვავებული პოზიციების გამო, თითქოს უთანხმოება ჩამოვარდა.
„არანაირი უთანხმოება, ჩვენ შორის, არ ყოფილა. ერთადერთი კომენტარი გავაკეთე, აზრი დამთავრებული არ მქონდა, რომ უკვე შემაფასეს ჟურნალისტებმა. მათი ლოგიკით გამოდის, ჩემი აზრი თუ გამოვხატე და ის პროკურატურისას დაემთხვა, ესე იგი, პროკურატურა ჩემზე ზეწოლას ახდენს. ჩემს მდგომარეობაში ვინ უნდა მოახდინოს ზეწოლა? ან რატომ ცდილობენ, ორი ერთნაირად გაუბედურებული ოჯახი ერთმანეთს დაგვაპირისპირონ? პირველი, ვინც ზაზას ტკივილი გაიზიარა, როდესაც ის სამედიცინო ექსპერტის დაკითხვიდან გამოვიდა, რადგან ვეღარ შეძლო ბოლომდე მისი მოსმენა, მე ვიყავი“, -ამბობს ლევან დადუნაშვილის დედა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


