კომენტარი
ისედაც ვიცოდით, რომ ე.წ. „პატრიოტთა ალიანსი“ იყო `ქართული ოცნების` გაგრძელება - გიორგი კანდელაკი
თბილისში, თავისუფლების მოედანზე გუშინ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ აქციას, რომელსაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაში, ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ეხმიანება.
მისი განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული პრორუსული პარტია „ქართული ოცნების“ გაგრძელებაა.
„ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ე.წ. „პატრიოტთა ალიანსი“ იყო "ქართული ოცნების" გაგრძელება და გუშინდელ აქციაზე მონაწილე ადამიანების დიდი ნაწილი იქ მთავრობამ მიიყვანა - ეს სხვა საკითხია.
მაგრამ მათ მადლობა ეკუთვნით ნამდვილად, რომ თუკი ჩვენს რომელიმე მოქალაქეს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდა არის თუ არა "ქართული ოცნება" და ეს პრორუსული პარტია ერთი და იგივე თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა , ნიშნავს თუ არა სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა, პრორუსული ძალებისთვის ხმის მიცემას, ნიშნავს ტუ არა სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა , იმ ხალხისთვის ხმის მიცემას ვინც ორი დღის წინ ერთ მაგიდაზე ისხდნენ მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებთან, რომლებმაც მოახდინეს ჩვენი მოქალაქეების ეთნიკური წმენდა და მათ არ აძლევენ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას - ამ პრორუსულმა პარტიამ ამ კითხვას გასცა დადებითი პასუხი- დიახ, ნიშნავს,“-ამბობს კანდელაკი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


